რწმენის ტაძარი

მთავარი » 2010 » მაისი » 27 » არის თუ არა ღმერთი სამება ?
არის თუ არა ღმერთი სამება ?
14:53

  ჯერ  კიდევ  ქრისტეშობამდე,  წარმართი  ერები  ეთაყვანებოდნენ  ე.წ.  სამება  ღმერთებს.  მაგალითისათვის  წარმოგიდგენთ  ეგვიპტურ, სირიულ, ინდურ და  ნორვეგიულ  სამება ღმერთებს.

                                

    ეგვიპტური                     სირიული სამება


                              

       ინდური სამება                   ნორვეგიული     

 

     ქრისტიანულ   რელიგიებში   ფართოდაა  გავრცელებული  სწავლება  სამების  შესახებ. თითქოს მამა, ძე და  სულიწმინდა  არის ერთი და იგივე, თანაბარუფლებიანი  პიროვნება.   თუმცა  ბიბლიაში  არ  გვხვდება  არც ერთი  სიტყვა ”სამება”.  პირიქით, წმინდა  წერილები  იუწყებიან  ”ერთადერთ  ჭეშმარიტ  ღმერთზე”.  ბიბლიაში  მრავლადა  იმის  დამადასტურებელი, რომ  მამა ღმერთი  და  ძე იესო  ქრისტე  ორი სხვადასხვა  პიროვნებაა. იესო ყოველთვის  ხაზს  უსვამდა მამის უპირატესობას.    ყველასათვის  კარგად  ცნობილი  ლოცვა ”მამაო ჩვენო” მიანიშნებს  მამის  უპირატესობას.   თვით  იესოც, თხოვნით და ლოცვით  მიმართავდა  ღმერთს. თუ მამა და ძე ერთი და იგივე პიროვნება, გამოდის რომ ქრისტე საკუთარ თავს მიმართავდა თხოვნით?   ეს  აბსურდია.   ქრისტეს  შესახებ  ბიბლია  გვამცნობს, რომ ის არის  ღმერთის  ყველაზე  პირველი ქმნილება. ”ვინც არის უხილავი  ღვთის  ხატება, პირმშო  ყოველი  ქმნილებისა” (კოლასელთა 1: 15). 

  

   სხვა განმასხვავებელი ნიშანი  მამასა  და ძეს  შორის, არის  იესოს სიტყვები:”ესაა საუკუნო  სიცოცხლე,  რომ  გიცნობდნენ  შენ,  ერთადერთ  ჭეშმარიტ  ღმერთს  და  მას  ვინც  მოავლინე  -  იესო  ქრისტეს” (იოანე17: 3).  აქ  საუბარია  ორ  ერთმანეთისგან დამოუკიდებელ  პიროვნებაზე. აღსანიშნავია, რომ იესო და შემდგომ მოციქულები  არასოდეს  ასწავლიდნენ  სამების  შესახებ.  საკითხავია, თუ  საიდან  შემოვიდა  ქრისტიანულ  რელიგიაში სწავლება  სამების  შესახებ.  წარმართული  რელიგიები  და  ტრადიციები  ხშირად  ერწყმოდნენ  ღვთის  სიტყვას. საუკუნეების  მანძილზე ხდებოდა  ჭეშმარიტების (ღვთის სიტყვის) დაბინძურება ”კაცთა  მოძღვრებით”  და  ამგვარი  სწავლებები  დღემდე  შემორჩა.  

  რა  შეიძლება  ითქვას  სულიწმინდის  შესახებ?  არის თუ  არა ის  პიროვნება ?  ბიბლიიდან  ნათლად  ჩანს,  რომ  სულიწმინდა  არის ღვთის  მოქმედი  ძალა,  რომლის  საშუალებითაც  ღმერთი  აღასრულებს  სასწაულმოქმედ  ზრახვებს. 

 ერთხელ  იოანე  ნათლისმცემელმა  თავის  მოწაფეებს  მიმართა: ”მე წყლით  გნათლავთ  მოსანანიებლად; მაგრამ  ჩემს  შემდეგ  მომავალი  ჩემზე  ძლიერია, ..........    ის მოგნათლავთ  თქვენ  სულიწმინდით  და  ცეცხლით” (მათე3:11).   აქედან ვასკვნით, რომ  როგორც  წყალი არაა პიროვნება, ასევე არაა პიროვნება  სულიწმინდა.  ნათლობისას  იესო ცხებულ  იქნა  სულიწმინდით  და  სწორედ  ამის  მერე  დაიწო  მან  აქტიური  რელიგიური მოღვაწეობა.  ის  რომ  სულიწმინდა  არის  ღვთის  ძალა  და არა  დამოუკიდებელი  პიროვნება  ჩანს  შემდეგი  მოვლენიდანაც; ”პეტრე  ჯერ  კიდევ  ლაპარაკობდა  ამ  სიტყვას,  რომ  სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე,  ვისაც  ესმოდა  ეს  სიტყვა”   (საქმეები 10: 44).    

  და  ბოლოს; ის რომ სულიწმინდა  არაა  დამოუკიდებელი  სუბსტანცია ჩანს   იესოს  სიტყვებიდანაც,  როდესაც  ის  შეპირდა  თავის მოწააფებს   ნუგეშისმცემლის  თაობაზე; ”მე  მამას  შევევდრები და  ის  სხვა  ნუგეშისმცემელს  მოგიგზავნით,  რათა  თქვენთან  იყოს  საუკუნოდ” (იოანე14: 16).  


 

 

ნანახია: 2310 | დაამატა: ikas | რეიტინგი: 3.3/10 |
სულ კომენტარი: 6
6 სალომე  
0
როგორ ჩანს რომ არც ძველი და არც ახალი აღთქმა წაკითხული არ გაქვს ნაჯღაბნის ავტორო

5 ikas  
0
სამების მომხრეები ქრისტეს სამების ნაწილად მიიჩნევენ, რადგან ქრისტეს ბიბლიაში „ღმერთი“ ეწოდება. ბიბლიის ზოგ მუხლებში, „ღმერთი“ მოსესაც ეწოდება და სხვა ადამიანებსაც. (გამოსვლა 7:1; ფსალმუნები 81:6;[82:6]; იოანე 10:34,35).

4 ალეხ  
0
თქვენ რაა იაღოველები ხო არა ხართ რეებს ბოდავთ.იოანე 1.1 ში და ესაია 7.8.9 ში გარკვევიტ არის საუბარი იესოს ღმერთებაზე.იოანე 10.30 ში კი იმაზე რომ მამა და ძე ერტია ანუ ერტიანია...

3 საბა  
0
ნამდვილად, ბიბლიის თანახმად, იესო ღვთის ქმნილებაა.

2 ikas  
0
მე არ მითქვამს, რომ იესო (ლოცვა) ,,მამაო ჩვენოთი’’ მიმართავდა ღმერთს, ეს ადამიანებისთვის იყო მოცემული. თუმცა ის ხშირად ლოცვით მიმართავდა მამას.

იმაზე რას იტყვით, რომ ბიბლიაში იესო მოიხსენიება როგორც ,,მხოლოდშობილი’’ და ,,პირველშობილი’’.

ის, რომ იესო ღმერთის ყველაზე პირველი ქმნილებაა დასტურდება წერილებიდან ; ”.... ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა” (კოლასელთა 1: 15).

1 zurab  
-1
ჯერ ერთი, "მამაო ჩვენო"-თი იესო კი არ მიმართავს მამას, არამედ მრევლს ასწავლა იესომ ღმერთის მიმართ ლოცვა. მეორე ის , რომ ბიბლია ასე იწყება "თავიდან იყო სიტყვა" და ეს სიტყვა იესო ქრისტე იყო. შეგახსენებთ რომ მაშინ ჯერ სამყარო არ იყო შექმნილი. მესამე ის, რომ იესო ქრისტე ღმერთის ქმნილება არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ თავად ღმერთია. მეოთხე ის ,რომ მამა ძეზე აღმატებული არ არის და ამის თაობაზე თქვენმა წინაპარმა არიოზმა უკვე მოიტეხა კბილები. მეხუთე კიდე ის, რომ სულიწმინდის გმობას არ გაპატიებთ ღმერთი არასდროს. და მთავრად: რამდენ სულსაც შეაცდენთ თქვენი ამ აბდაუბდით, იმდენი უფრო დაიმძიმებთ თქვენ მდგომარეობას. ღმერთმა გიშველოთ!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი