რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 17 » ღმერთი, ვინაა ის?
ღმერთი, ვინაა ის?
11:46

ღმერთი, ვინაა ის? და საერთოდ არსებობს თუ არა იგი? ბევრს, ვინც ეკუთვნის სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობას, ეჭვიც კი ეპარება მის არსებობაში, რადგან არასოდეს უხილავთ ღმერთი. ბიბლიაც ამბობს რომ: ,,ღმერთი არასდროს არავის უნახავს''(იოანე 1:18).   თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ღმერთი არ უნახავთ, არ უარყოფს მის არსებობას. არავინ უარყოფს ასწლეულების წინათ არსებულ მეფეებს და მხედართმთავრებს, თუმცა ისინი ჩვენ არ გვინახავს. მათი არსებობის შესახებ ისტორიული დოკუმენტებიდან ვიცით. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა თვისებები, ან როგორი ფიზიკური გარეგნობის იყო ზოგიერთი ისტორიული პიროვნება. იგივე შეიძლება ითქვას ღმერთის შესახებაც. მას ჩვენ ვერ ხედავთ, თუმცა მისი დანახვა შესაძლებელია ქმნილებათა განხილვით.

 

ბიბლიაც ამბობს რომ:,, ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა'' (რომაელთა 1:20). ჩვენი სამყარო, მილიარდობით ვარსკვლავებით, ჩვენი პლანეტა დედამიწა, სიცოცხლის სხვადასხვა ფორმით, ლამაზი ბუნებით და მრავალფეროვნებით. შეუძლებელია, რომ ყველაფერი ეს თვითონ, სხვის ჩაურევლად შექმნილიყო. ამიტომაც ამბობს ბიბლია: ,,ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია''. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ღმერთის პიროვნულობაზე, თუ რამდენად მოსაყვარულე და მზრუნველია იგი ადამიანების მიმართ. 

 

  ..... და მაინც ვინაა ღმერთი ?  არის ის სამება, თუ სხვა რომელიმე სახელის მატარებელი?  

  ბიბლია გვიჩვენებს, რომ არსებობენ ე.წ. ღმერთები.  

  ’’თუმცა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი" და მრავალი „უფალი" - ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ.’’ (1კორინთელთა 8: 5-6)

                   

                                         

  საინტერესოა, როგორ გამოიყურება ღმერთი?. ბიბლია ხაზს უსვამს, რომ არსებობს (ფიზიკური) და სულიერი სხეულები. ჩვენ ადამიანები შექმნილები ვართ მის (ღმერთის) ხატებად. მას გააჩნია ყურები, რომელიც მღაღადებლისკენაა (მლოცველი) მიმართული, და თვალები, რომელიც ადამიანების გულთამხილველია. მას გააჩნია ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, მოთმინება, მიტევება, მოწყალება, კაცთმოყვარეობა, მრისხანება, სამართლიანობა, მშვიდობა და სხვა. ეს არის სიცოცხლის მაღალინტელექტუალური, ზებუნებრივი ფორმა. და სადაც ინტელექტია იქ გონებაა. გონიერებას კი თან ახლავს ემოციური გრძნობები.  
 


სინას მთაზე ყოფნისას, როდესაც ღმერთმა მოსეს ათი მცნება გადასცა, მოსეს უნდოდა ეხილა ღმერთი და სთხოვა მას, რომ ეჩვენებინა მისთვის (მოსესთვის) მისი (ღმერთის) დიდება და ბნრწყინვალება. რაზეც პასუხად უარი მიიღო: ,,ისე ვერ იხილავს ადამიანი ღმერთს, რომ არ მოკვდეს''. დიახ, ადამიანი ვერ გაუძლებს ღმერთის ძალას, მის ენერგეტიკას. სწორედ ამიტომ ღმერთი, ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა წინასწარმეტყველებს. ბუნენბაში არსებობს ბევრი ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა მათ არსებობას არ ვუარყოფთ, მაგალითად - მაგნიტური ველი, ატმოსფერული წნევა, რადიოტალღები და სხა. ამიტომ, ღმერთის არსებობა ადამიანებისთვის უნდა ეფუძნებოდეს რწმენას. რწმენა უხილავის დაჯერებაა. როდესაც გჯერა იმის რასაც ვერ ხედავ, მაშინ თამამად შეგიძლია თქვა, რომ გწამს. ბიბლიის თანახმად: ,, რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ''(ებრაელთა 11:1).  

ნანახია: 1481 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარი: 1
1 mytemple  
0
happy

სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი