რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 28 » რა არის სიცოცხლე?
რა არის სიცოცხლე?
15:00


თუმცა ის ხანმოკლეა, მაგრამ სიცოცხლე, ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი რამაა. მიუხედავად მრავალი პრობლემებისა, ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლით ტკბობის სურვილი, ძალიან დიდია. საუკუნეების მანძილზე, მცდელობა ადამიანების, რომ ყოფილიყვნენ უფრო დიდხანს და ახალგაზრები, კრახით სრულდებოდა. იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, სიცოცხლის ელექსირებს, მაგრამ ამაოდ. დღესაც, მრავალი ფარმაცევტული კომპანია, ადამიანებს სთავაზობს, გაახალგაზრდავების სამედიცინო და კოსმეტიკურ საშუალებებს. მეცნიერები განაგრძობენ მუშაობას, უფრო ეფექტური პრეპარატებისთვის.  


 

სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადა განსაზღვრულია, ღმერთის მიერ, და ის შეადგენს 120 (ასოც) წელიწადს (დაბადება 6: 3), მაგრამ ამ ასაკს ერთეულები თუ აღწევენ, ისიც ღრმა მოხუცებულ და უმოქმედო მდგომარეობაში. თუმცა ბიბლიის თანახმად, იყო დრო როდესაც ადამიანები ასწლეულები ცოცხლობდნენ. ასე მაგალითად, ნოე, რომელიც წარღვნას გადაურჩა, ცხოვრობდა 950 წლის მანძილზე. დღს ეს უმრავლესობისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. ღმერთმა ადამიანები შექმნა სიცოცხლის და არა სიკვდილის სურვილით. ,,მან მარადიულობაც ჩადო მათ გონებაში'' (ეკლესიასტე 3: 11).  

 

ადამიანებს, დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ მარადიულად. სწორედ ეს იყო ღმერთის განზრახვა. მიზეზთა მიზეზი ადამიანების ასეთი ხანმოკლე სიცოცხლისა არის ჩვენი პირველი წინაპრების, ადამის და ევას ცოდვა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ცოდვის, ანუ გენეტიკური არასრულყოფილების ტყვეობაში .,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ყველამ შესცოდა'' (რომაელთა 5: 12).  

        ღმერთის განზრახვა, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მარადიულად, ძალაშია. სწორედ ამიტომ მოავლინა წუთისოფლად იესო ქრისტე. ,,ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს,   არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე'' (იოანე 3: 16). ამ ფაქტის სხვა დამადასტურებელი სიტყვები, ბიბლიაში მრავლადაა. ,,ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ'' (1იოანე 4: 9).  

 

  ნუთუ ეს შესაძლებელია? ბევრი იტყვის, რომ ეს ყველაფერი ლამაზ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ რწმენა ხომ უხლავის დაჯერებაა. გჯეროდეს ფსალმუნში დაწერილი სიტყვების და ღვთის კურთხევებს იხილავ-           ,,მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნსამდე'' (ფსალმუნი 36: 29).  

ნანახია: 2932 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.2/4 |
სულ კომენტარი: 3
3 ikas  
0
,,რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია -- ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა'' (ეკლესიასტე 3: 19-20).

2 smart-view  
0
question ragac meecheva egre iyos. ver vijereb rom movkvdebi da kide ragac iqneba mere,iqedan mosuli aravin minaxavs da ra gitxrat aba megobrebo.mamaosac ver veubnebi magas,arada ar mjera

1 ნოონიიკელლა  
0
მართალია, სიცოცხლე მართლაც ხანმოკლეა, მაგრამ კოველთვის ცოცხლობ.... ადამიანი მხოლოდ ხორცით კვდება და მერე სული სამარადისოთ ცოცხლობს.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი