რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 27 » რა არის სიკვდილი?
რა არის სიკვდილი?
16:05

დაბადებისთანავე სიკვდილი თან სდევს ადამიანს და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ეს პროცესი გარდაუვალია. მეგობრის, ან საყვარელი ადამიანის დაკრგვისას, ადამიანი განიცდის, უზომოდ საშინლ ტკივილს. ამ დროს, უიმედოდ და უმწეოდ გრძნობ თავს. არ გძალუძს რაიმე შეცვვალო. ვერც ცოდნა, ვერც სიბრძნე, ვერც ვერანაირი სიმდიდრე ვერ შეაკავებს ახლობელი ადამიანის და თუნდაც ჩვენ სიკვდილს.

 

სიკვდილისას, ძლიერნი, მსგავსად სუსტებისა, თანაბრად ტირიან. ასე მაგალითად, ისრაელის ძლევამოსილი მეფე დავითი, რომელსაც არაერთგზის დაუმარცხებია თავისი მტრები, მწარედ ქვითინებდა და ხმამაღლა ტიროდა, როდესაც გაიგო თავისი ძის, აბესალომის დაღუპვა. და მაინც რა არის სიკვდილი? არის ეს სიცოცხლის დასრულება, თუ ეს ცხოვრების სხვა ფორმით გაგრძელებაა. 

  

ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია. თავდაპირველად, ღმერთის განზრახვა სულაც არ ყოფილა ადამიანის სიკვდილი. პირიქით, აკურთხა კიდევაც, რომ გამრავლებულიყვნენ, ენაყოფიერად და დაუფლებოდნენ დეამიწას (დაბადება 1: 28). პირველ ადამიანურ წყვილს, ადამს და ევას, ღმერთმა გამოუცხადა, თუ რა შემთხვევაში მოკვდებნოდნენ ისინი, და ეს იყო დაუმორჩილებლობა. (დაბადება 1: 16-17). ყველამ ვიცით, თუ რა მოხდა შემდეგ., რომ ადამმა და ევამ დაუმორჩლებლობით, ცოდვა (ბოროტება) ჩაიდინეს. ამით ისინი გახდნენ ცოდვილები ანუ გენეტიკურად არასრულყოფილები, მოკვდავები. ,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა'' (რომაელთა 5: 12).  ღმერთმა ადამს განაჩენი გაოუტანა: ,,ოფლითა შენითა მოიპოვებდე  პურსა შენსა, ვიდრე არ დაუბრუნდები მიწას, რომლისგანაც ხარ აღებული, ვინაიდან მტვერი ხარ და მტვრად მიიქცევი'' (დაბადება 3: 19). მიუხედავად ამისა, ადამმა 930 წელი იცოცხლა და მოკვდა. ის დაუბრუნდა მიწას, თავის პირვანდელ, არასებობის მდგომარეობას. მას არ გაუგრძელებია სიცოცხლე  სიკვდილის მერე, როგორც ამას სატანა-ეშმაკი პირდებოდა (დაბადება 3: 4-5).      

                       

  გენეტიკის (დნმ)  პრინციპის თანახმად, შვილი მშობლისგან ღებულობს ბიოლოგიურ თვისებებს. მსგავსად ამისა, ჩვენი პირველი წინაპრებისგან, მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა (გენეტიკური არასრულყოფილება) და სწორედ ამიტომ ვბერდებით და ვკვდებით.  


 

     რა მდგომარეობაშია გარდაცვლილი ადსამიანი? ნათელი პასუხი ამაზე, იესომ მოგვცა, როდესაც ის საუბრობდა გარდაცვლილ ლაზარეზე. ,,ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა; მე მის გასაღვიძებლად მივდივარ'' (იოანე 11: 11-14). სინამდვილეში ლაზარე გარდაცვლილი იყო, თუმცა იესომ მისი მდგომარეობა, მძინარე ადამიანს შეადარა. მას არ უთქვამს, რომ ლაზარე მოკვდა მაგრამ განაგრძობს არსებობას, სხვა ფორმით. რა წერია სიკვდილის შესახებ, ბიბლიის სხვა ნაწილებში. მაგალითად: ,,ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ'' (ეკლესიასტე 9: 5-10).  

 

   ამავე წიგნში ვკითხულობთ - ,,რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია -- ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა'' (ეკლესიასტე 3: 19-20). 

            

 ნუთუ ყველაფერი ასე უიმედოდაა? ნუთუ ადამიანს არააქვს არანაირი შანსი გადარჩენისა? ბიბლიის თანახმად, დადგება ჟამი, როდესაც კაცობრიობის მტერი, სიკვდილი, აღარ იარსებებს. ,,მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; რადგან წინანდელი გარდახდნენ'' (გამოცხადება 21: 4).  

,,ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება,სიკვდილია''  (1კორინთელთა 15:26).

 

ნანახია: 2626 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.2/8 |
სულ კომენტარი: 1
1 დარინა  
0
kargia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი