რწმენის ტაძარი

მთავარი » 2010 » მარტი » 16 » მარხვა
მარხვა
18:52

    მარხვას,  ქრისტიანული სამყაროს რელიგიების გარდა, იცავს  სხვა მსოფლიო რელიგიებიც, როგორიცაა  ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი.  ბევრს სჯერა, რომ საკვებისგან თავშეკავება აახლოებს მათ  ღმერთთან. ბიბლიურ დროში  ადამიანები მარხვას სხვადასხვა მიზეზით იცავდნენ; ზოგი იმიტომ, რომ გამოეხატათ ღრმა მწუხარება და ცოდვების მონანიება; სხვები კი იმიტომ, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ზოგი ფიქრისთვის და  ყურადღების გამახვილებისათვის ღმერთთან სულიერი ურთიერთობისას. იმ დროს ღმერთი იწონებდა თაყვანისცემის ამ ფორმას, თუმცა აფრთხილებდა მორწმუნეებს, რომ არ მოქცეულიყვნენ როგორც ფარისვლები, რომლებიც რეგულარულად აცხადებდნენ მარხვის  თაობაზე, თუმცა მათი გული სავსე იყო ბოროტი ზრახვებით და არ არ იყვნენ რწმენაში გულწრფელები. 

  

  როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები?   უნდა იცავდნენ, თუ არა მარხვას?

 მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე მარხულობდა, ანუ გარკვეულ მომენტებში საკვებისგან თავს იკავებდა, მას მცნებად არ დაუტოვებია თავისი მოწაფეებისთვის მისი (მარხვის) დაცვა.  თვითონაც ხშირად არღვევდა, ფარისევლების მიერ გამოცხადებულ მარხვის დღეებს. ამის გამო  ხშირად  საყვედურობდნენ იმდროინდელი  რელიგიური ლიდერები და მას მოსეს მცნების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. (მათე9: 14) 

მოწაფეებთან საუბრისას, იესო ხაზს უსვამდა იმას, რომ ჩვეულებრივი საკვები არ ბილწავდა ადამიანებს; ,,ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის? ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეგ ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი. (მათე 15: 17-19).   

  ადამიანებს უნდა ახსოვდეთ ის, რომ საკვებზე აკრძალვით ცოდვების მიტევება არ ხდება, არამედ გულწრფელი მონანიებით და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიღებით. ღმერთის კეთილგანწობის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი ნების დაცვით.  


  ყველაზე ხანგრძლივი მარხვა ქრისტიანულ სამყაროში გრძელდება 40 დღეს, რომელიც აღდგომის წინა დღეებში გრძელდება.   ეს ქრისტეს 40 დღიანი მრხვის სახსოვრად  დაწესდა 330 წ., თუმცა ქრისტე ნათლობის მერე მარხულობდა უდაბნოში და არა გარდაცვალების წინ. თავისი მოწაფეებისთვის იესოს არ უთქვამს, მარხვის  როგორც მცნების ან წესის დაცვის თაობაზე.  არც არანაირი ცნობა არ არსებობს   ქრისტეს მოციქულების მიერ საკვების აკრძალვაზე. 

  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამორიცხოს თავისი საკვები რაციონიდან ესა თუ ის პროდუქტი, თუმცა ამას დიეტა ეწოდება. მედიცინის თვალსაზრისით ეს სასარგებლოცაა.  ამ დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა და გაჯანსაღება, ნორმალიზდება საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება იძლევა მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამით ღმერთს ვერ დაუახლოვდებით და არც რისხვას დაიტეხთ თავზე. (1კორინთელთა 8: 8).  საკვების აკრძალვა, როგორც რელიგიური  ტრადიციის განხორციელება მიუღებელია ღმერთისთვის. გახსოვდეთ, რომ  ,,რასაც საკვებად ღებულობთ  ეს არ ბილწავს ადამიანს’’.     

  აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ 40 დღიანი მარხვა, ანუ გარკვეულ საკვებზე აკრძალვა, არსებობდა უძველეს ბაბილონურ, ეგვიპტურ და ბერძნულ  წარმართულ რელიგიებში. 

 

ნანახია: 1648 | დაამატა: ikas | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი