რწმენის ტაძარი

მთავარი » 2009 » აპრილი » 30 » იოანეს გამოცხადების აპოგეა
იოანეს გამოცხადების აპოგეა
15:09

      ,,დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა; და მის რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას; მისი ფეხები, როგორც დათვისა, მისი პირი, როგორც ლომის ხახა. მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება.'' (გამოცხადების 13: 1-2)

         

            ბუნებაში არ არსებობს ასეთი აგებულების მხეცი. ეს სიმბოლურად განასახიერებს ვიღაცას ან რაღაცას, ისევე როგორც გამოცხადების სხვა ნაწილში,   იოანე მოგვითხრობს თავისი ხილვების შესახებ. ასე მაგალითად, მეძავი ქალი, გამოცხადების მე-17-ე  თავიდან, რომელიც ზის ამ მხეცზე, განასახიერებს ცრუ რელიგიებს. (იხილე სტატია ,,ცრუ რელიგიები'')  

                                                                                                                                    

ის რომ ეს მხეცი განასახიერებს სახელმწიფოს, სამეფოს, ნათლად ჩანს წინასწრმეტყველ დანიელის ხილვიდან (დანიელის 7: 17) ორასი წლით ადრე დანიელმა იწინასწარმეტყველა საბერძნეთის იმპერიაზე, რომ იგი ოთხ სამეფოდ დაიყოფოდა. მან იხილა თხა, ვაცი, რომელსაც თავზე ერთი დიდი რქა ჰქონდა, ეს რქა მოტყდა და მის ადგილას ოთხი რქა ამოვიდა. (დანიელის 8: 3-8, 20-25).           წინასწარმეტყველება შესრულდა  ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების მერე.  მისი იმპერია ოთხ სამეფოდ დაიყო, რომელსაც მისი მხედართმთავრები მართავდნენ.  

     ის რომ ბიბლიის ავტორი მხეცებს ადარებს სამეფოებს, ნათლად მიუთითებს მათ ჭეშმარიტ სახეზე. სახელმწიფოები ხშირად იქცევიან, როგორც მტაცებელი ცხოველები; სასტიკნი, დაუნდობელნი, მკვლელები, საშინელნი, მოძლადენი, სისხლისმღვრელები, ადამიანთა სიცოცხლის ხელმყოფნი.

 

          კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არსებობდა მრავალი ზესახალმწიფო და იმპერიები, მაგრამ წინასწარმეტყველება ეკუთვნის მხოლოდ იმ სამეფოებს, რომლებიც იყვნენ ბიბლიური მოვლენბის უშუალო მონაწილეები.

1. ეგვიპტეს სამეფო
 
 

2. ბაბილონის სამეფო

 
3. ასურეთის სამეფო


         

4. მიდიელ-სპარსეთის სამეფო

                

5. საბერძნეთის იმპერია

 

 

    გამოცხადების მე-17-ე თავის მე-10-ე მუხლში, ანგელოზი ეუბნება იოანეს შვიდთავიანი მხეცის მნიშნელობის შესახებ. ,, მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და , როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება''.  მხეცის ხუთი თავი განასახიერებს (ზემოთაღნიშნულ) სამეფოებს, რომლებც ფიგურირებდნენ ბიბლიურ მოვლენებში და მონაწილეობას ღებულობდნენ ღვთის ხალხის (ისრაელის) ჩაგვრაში, ხოლო ჟამთა სვლის განმავლობაში, მათი იმპერიული არსებობა შეწყდა, ზოგიერთმა კი საერთოდ დაკარგა სახელმწიფოებრივი არსებობა.
   

       ქრისტეს მოციქულის, იოანეს მოღვაწეობის პეიოდში არსებობდა რომის იმპერია, ,, ერთი არის'', ეს არის მხეცის მეექვსე თავი.

  6. რომის იმპერია

                  

 ძვ.წ. 754 წელს, ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ქალაქი და შემდგომ რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო იმაზე, თუ ვის უჭერდა მხარს ღმერთი, როგორც ახალი ქალაქის მმართველს, და ვისი სახელი უნდა რქმეოდა ამ ქალაქს. თავისი სახელი უკვდავსაყოფად, რომულუსმა, ქალაქს რომი დაარქვა. ჯერ იყო იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს ისტორია, შემდეგ კი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იგი იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ.   

   იმპერიის ყველაზე წარმატებული პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 30 - ახ.წ. 476 წლებს. ამის შემდგომ იწყება, რომის დასავლეთ და აღმოსავლეთ (ბიზანტიის) იმპერიებად დაყოფა. თუმცა იმპერია განაგრძობდა არსებობას 1453 წლამდე, სანამ თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი სამხედრო შემოსევების შედეგად, ქალაქი კონსტანტინეპოლი გადავიდა ოსმალეთის იმპერიის ხელში.    

   რომის იმპერიამ და მისმა ერთერთმა მმართველმა, კონსტანტინე I უდიდესი როლი ითამაშა ქრისტიანული სამყაროს განვითარებაში. მან აკრძალა ქრისტიანების დევნა და 324 წელს ქრისტიანობა გამოაცხადა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად. 330 წელს დედაქალაქი გადაიტანა რომიდან ბიზანტიაში და უწოდა კონსტანტინოპოლი (280-330წწ).                                                            
 

იოანეს გამოცხადებიდან ჩანს, რომ მხეცის ბოლო, მეშვიდე თავი (იმპერია) ჯერ არ არის, ის მომავალში უნდა მოსულიყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემასთან ერთად (1453 წ), ეროპაში იწყება ბრძოლა სამეფოებს შორის, სახელმწიფო პირველობაზე. ამ ბრძლოაში ერთმანეთს ეცილებოდნენ ესპანეთი და ბრიტანეთი. საბოოლოდ, 1588 წელს ბრიტანეთმა პირწმინდად გაანადგურა ესპანეთის ძლევამოსილი საზღვაო არმადა. ამით ბრიტანეთმა მოიპოვა, ზღვაზე მისი ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო მის იპერიულ აღმავლობას.  

ბრიტანეთის იმპერია იყო შედეგი მე-15 საუკუნეების ზღვაოსნობის განვითარებით გამოწვეული აღმოჩენების ხანის, რომელმაც ევროპულ კოლონიურ იმპერიებს ჩაუყარა საფუძველი. 

  — დიდი ბრიტანეთი და მისი კოლონიზებული სამფლობელოები; ყველაზე დიდი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში. 1921 წელს მასში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა (დაახ. მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი) და 37 მილიონ კვ. კმ. ფართობი ეჭირა (დედამიწის მეოთხედი). აყვავების პიკს მიაღწია დედოფალი ვიქტორიის მმართველობის პერიოდში. იმპერიის მაქსიმალური სიძლიერის პერიოდში პოპულარული იყო გამოთქმა: „მზე ბრიტანეთის იმპერიაზე არასდროს ჩადის", რაც ხაზს უსვამდა მთელი დედამიწის ზედაპირზე არნახული სივრცის სამფლობელოებს.


 



ნანახია: 2232 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.3/3 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი