რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 17 » ნათლობა
ნათლობა
11:36

ნათლობა, ქრისტიანი ადამიანისათვის არის სიმბოლური ნაბიჯი, საკუთარი თავის მიძღვნისა ღვთსა და ღვთისმოსაწონი ცხოვრებისადმი. ადამიანი ინათლება მხოლოდამხოლოდ ნებაყობლობით და ეს არის არჩევანის გამოხატვა.თვითონ იესოც მონათლულ იქნა იოანე ნათლისმცემლის მიერ და ამით მან მაგალითი მისცა მომავალ ქრისტიანებს, რომ მიებაძათ მისთვის. ნათლობის ღონისძიება აუცილებელია, ყველა მომავალი ქრისტიანი ადამიანისთვის. 

         

ნათლობა ხდება, წყალში სრული ჩაძირვით, ანუ ,,იმარხება ძველი ადაიანი და იბადება ახალი პიროვნება''. ამ ღონისძიებით ადამიანი უჩვენებს, რომ ის სულიერად, უკვდება ძველ ცოდვებს და იწყებს ახალ, ღვთისმოსაწონ ცხოვრებას. ამ სულიერი გადაბადების შესახებ, იესო ეუბნებოდა ნიკოდემოსს, ფარისეველს, რომეილც მასთან ღამით მალულად მოვიდა. ,,მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ჭეშმარიტად , ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს'' (იოანე 3:3).

 

მოსანათლი პიროვნება უნდა აცნობიერებდეს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ცხოვრების შემდგომ ეტაპს. ყველაფერი აქედან გამომდინარე, მართებულია თუ არა ჩვილი ბავშვების მონათვლა? რათქმა უნდა არა. სანამ იესო ზეცად ამაღლდბოდა, თავის მოწაფეებს მიმართა ,,ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით'' (იოანე 28: 19). სწორედ რომ უნდა ისწავლოს (მოიმოწაფეთ) ადამიანმა ბიბლიური ჭეშმარიტება, გაეცნოს მის პრინციპებს და მხოლოდ ამის შემდეგ, საკუთარი სურვილის, ნების გამოხატვის მიხედვით, მოინათლოს. ამიტომაც, ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც არც სწავლის და არც ნების გამოხატვის უნარი არააქვთ, ნათლობა არამართებულია. დღეს, ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში, ქრისტიანად მონათლული, ბევრი მოზრდილი ადამიანი, განაგრძობს ძველებურ, გარყვნილ, უზნეო ცხოვრებას.  

              

ნანახია: 1713 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.0/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი