რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 7 » ქრისტიანი
ქრისტიანი
14:33

რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? საკმარისი არაა მხოლოდ იწოდებოდე ქრისტიანად და შორს იდგე მისი ფასეულობისგან, ნორმებისგან და შეხედულებებისგან. ქრისტიანობა, ეს ცხოვრების წესია. იესოს მოწაფეებს პირველად, ქრისტიანები ეწოდათ ანტიოქიაში (საქმეები 11: 26).

ქრისტიანი შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელიც მკაცრად იცავს და მიყვება ქრისტეს და ბიბლიის მცნებებს. ,,თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ'' (იოანე 15: 14). დღეს, ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ქრისტიანად მიაჩნია საკუთარი თავი, შორსაა ყველაფეი ამისგან. ვინაიდან მათი საქმეები მოწმობს მათზე. იყო ქრისტიანი და განაგრძობდე ძველებურად, უსამართლოდ და საკუთარი გულისთქმისამებრ ცხოვრებას, ყოვლად მიუღებელია ღმერთისთვის.  ,, ნუთუ არ იცით ,  რომ  უსამართლონი  ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, მვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდად გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით'' (1კორინთელთა 6:9-11).  

                                                         

                          

  

 

დღეს ძნელი სულაც არაა, იპოვო განსხვავენბა ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანს შორის. ჭეშმარიტი ქრისტიანის საქციელი და ცხოვრების წესი, მყარად ეფუძნება ქრისტეს მოძღვრებას ბიბლიიდან. რა შეიძლება ითქვას ცრუ ქრისტიანზე? ამის შესახებ იესო ამბობდა: ,,ბევრი მეტყვის იმ დღეს: 'უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?' მაშინ მე განვუცხადბ მათ: ' მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა''(მათე 7:22-23). 

  

არის ბევრი განმასხვავებელი ნიშანი ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანს შორის. მათი დანახვა არც ისე ძნელია, თუ იცი რა არის ღმერთის ნორმები და პრიციპები. იყო ქრისტიაი, იმზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეკუთვნოდე რომელიმე ქრისტიანულ კონფესიას. იყო ქრისტიანი ეს ნიშნავს იცოდე ჭეშმარიტება და ცხოვრობდე შესაბამისად. ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ქრისტიანის, არის სიყვარული.  ,,ახალ მცნებას გძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის'' (იოანე 13: 34-35).  

ნანახია: 1912 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი