რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 2 » ტაძარი
ტაძარი
12:16

   ბევრი იტყვის, რომ ტაძარი ღვთის სახლია და რომ ღმერთი იქ მკვიდრობს, თუმცა ბიბლია სრულიად საპირისპიროს ამბობს. ,,მაგრამ უზენაესი ხელით შექმნილში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინაწარმეტყველი ამბობს: 'ცა ტახტია ჩემი და დედამიწა - ჩემი ფეხთა სადგამიაო, - ამბობს უფალი, - როგორ სახლს ამიგებთ, ან რომელი ადგილია ჩემს განსასვენებლადო?'' (საქმეები 7: 48-49). 

 

საუკუნეების მანძილზე ადამიანები აგებდნენ სხვადასხვა ზომის და სირთულის ტაძრებს. იყო აზრი, რომ რაც უფრო დიდი იქნებოდა ტაძრი, მით უფრო დაიმსახურებდნენ ღმერთის კეთილგანწყობას. ძველად ისრაელის მეფეები აგებდნენ უზარმაზრი ზომის ტაძრებს და ეს მოსაწონ იყო ღმერთისთვის.

 

                                                  

ძირითადად ტაძრებში სმხვერპლთშეწირვა ხდებოდა, თუმცა ქრისტეს გამომსიყდველური მსხვერპლის გაღების შემდეგ, ცხოველთა მსხვერპლად შეწირვის აუცილებლობა არ გახდა საჭირო ,,კაცის ძე არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსაყიდად'' (მათე 20:28). დროთა განმავლობაში, სულიერმა წინამძღოლებმა, არასწორი და უკუღმართი თაყვანისცემის გამო, ტაძრებს დააკარგვინა პირვანდელი ფუნქცია. ამაზე მოწმობს შემდეგი ფაქტი ბიბლიიდან: ,,შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, მოაყირავა მეკერმეთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: ,,დაწერილია: 'ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიგცევიათ იგი!'' (მათე 21: 12-13).  

 

რა შეიძლბა ითქვას დღეს არსებული ტაძრების შესახებ? რა ფუნქცია და მნივნელობა აქვთ მათ? ალბათ მხოლოდ ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული და კიდევ ერთი - სავაჭრო- ფინანსური. ვინაიდან, რაც უფრო დიდია და ,,პრესტიჟული'' ტაძარი, მით უფრო ძვირია მასში მომსახურება. ასეთ ტაძრებში ღმერთი არ მკივდრობს.  

 რაც შეეხება ეკლესიას, ანუ კრებას, სადაც ისწავლება წმინდა წერილები, ის შესდგება ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ადამიანებისაგან. სწორედ ასეთ ადამიანთა შესაკრებელია ღვთის ცოცხალი ტაძარი: ,,თქვენ აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, სულიერ მსხვერპლთა შეაწირავად ღვთის სასურველად, იესო ქრისტეს მიერ'' (1პეტრე 2: 5). ყველაეფრი აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ - ,,ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს'' (საქმეები 17: 24).  

 




ნანახია: 1623 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი