რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » ნოემბერი » 4 » ვისი მმართველობა?
ვისი მმართველობა?
12:50

ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ სურვილი, ჰყოლოდათ მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობასა და ბედნიერებას. მაგრამ დანგრეული საზოგადოებრივი სტრუქტურის აღსადგენდ გამოყენებული ძალისხმევა, სინამდვილეში, წარუმატებელი იყო. მრავალი შეთანხმება დაიდო მშვიდობის თაობაზე, შემდეგ კი დაირღვა. გარდა ამისა, რა შეეძლოთ მთავრობებს გაეკეთებინათ სიღარიბის, დამნაშვეობის, ავადმყოფობისა და ეკოლოგიური გაპარტახების ამოსაძირკვად? თვით ისრაელის ბრძენმა მეფემ, სოლომონმაც დასვა კითხვა: ,,როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?'' (იგავნი 20:24)

  


     ,,მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და, რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში; და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი, და ხომალდების მესამედი.'' (გამოცხადება 8:7-8).   
ეს ხილვის ერთერთი ეპიზოდის ნაწილია, რომელიც იოანემ იხილა კუნძულ პატმოსზე, ტყვეობაში ყოფნისას. მოგეხსენებათ რომ ბიბლიაში მოთხრობილ ამბებს, ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვს.  მაგალითისათვის საკმარისია იესოს იგავები, სადაც პიროვნებებს სულ სხვა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ. რას ნიშნავს გამოცხადების ამ ნაწილში ნაჩვენები ,,ალმოდებული მთა'' რომელიც ,,ზღვაში'' ვარდება? წინასწარმეტყველ დანიელმა, დაცემული და განადგურული ბაბილონი, შეადარა დამწვარ მთას. აქედან ჩანს, რომ ,,მთა'' შესაძლოა სიმბოლურად ნიშნავდეს მთავრობას ან სახელმწიფო მმართველობას. ის რომ მთა ,,ალმოდებულია'' ნათლად გვიჩვენებს, თუ რამენად მწვავედ დგას საკითხი, მმართვე
ობასთან დაკავშირებით. 

                    

რას ნიშნავს ,,ზღვა''? სხვა წინასწარმეტყველმა, ესაიამ, ბოროტი და უწმიდური ადამიანები შეადარა ,,მღელვარე დაუწნარებელ ზღვას, რომლის ტალღებს, ნაპირზე მხოლოდ ჭუჭყი და სიბინძურე გამოაქვს''. (ესაია 17:12,13; 57:20). მღელვარე ზღვის მსგავსად, დაუწყნარებელი, მშფოთვარე, მოჯანყე ადამიანთა მასები, რევოლუციებს, უწესრიგობებს და ახალ, არაფრის მომცემ, მმართველობის ფორმას ბადებენ. სამწუხაროა რომ ასეთი ფაქტები, ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში.   ,,ზღვის'' ეს მესამედი სისხლისფრად იქცა და მასზე   მცურავი ,,ხომალდები''    (პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციები) ჩაიძირა. დიახ, როგორც ხომალდები ბობოქარ და მშფოთვარე ზღვაში,ასევე პოლიტიკური, თუ სხვა ორგანიზაციები, ამ მღელვარე მასებზე ლავირებენ და იძირებიან, ან წარმოიქმნებიან ,,ჭუჭყის'' მსგავსად, რომელსაც იგივე მღელვარე ზღვის ტალღები  გამოიტანენ  ნაპირზე.                          

  

                                             

                                                  

დღეს მსოფლიოში, მმართველობის ერთერთ ძირითად ფორმას დემოკრატია წარმოადგენს და ბევრი აღიარებს, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება ადამიანებისთვის თავისუფლების და კეთილდღეობის მომტანი მმართველობის ფორმა. 
  თუმცა ნახეთ რა ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, კორუფცია, ძალადობა, უსამართლობა, უზნეობა. ხშირ შემთხვევაში ამ სახელმწიფოების მთავრობები ვერ უმკლავდებიან მათ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ზოგ შემთხვევაში კი, თვითონ არიან პრობლემების გაჩენის მიზეზი.

      

                                                                  

   ყველაფერი ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი არ არის ისე შექმნილი, რომ ღმერთისაგან დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებებს. ბუნებრივი არსებობისათვის ადამიანი დამოკიდებულია ისეთ მოთხოვნილებებზე, როგორიცაა წყალი, ჰაერი, საკვები, ძილი, დასვენება და სხვა. ასვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ღმერთისდმი მორჩილება, ანუ იცხოვროს ბიბლიის პრინციპების გათვალისწინებით.

   ყველაფერი აქეან გამომდინარე, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ დღეს, როგორც არასოდერს კაცობრიობის ისტორიში, უმწვავესად დგას საკითხი მმართველობასთან დაკავშიებით. საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მმართველობის მრავალმა ფორმამ იარსება. იყვნენ ტირანები, დიქტატორები, მონათმფლობელები, იყო კომუნიზმი, ფაშიზმი და ბევრი სხვა.     ექსპერიმენტები მმართველობასთან დაკავშირებით დღესაც გრძელდება და სასურველ შედეგს ადამიანებმა, შექმნან სტაბილური, ბენიერი და მშვიდობისმომტანი მთავრობა,  ვერა და ვერ მიაღწია.

 

  იმედს ნუ გაიცრუებ! სტაბილური მსოფლიო მთავრობა მხოლოდ ოცნება არ არის. ეს იესოს ქადაგების თემა იყო. მან ,,ღვთის სასუფეველი (სამეფო)'' უწოდა ამას და თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ ამ სამეფოსთვის (ლუკა 11:2, 21:31). მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ლოცულობს მის (სამეფოს) შესახბ, როდესაც იმეორებს ლოცვას ,,მამაო ჩვენო'', თუმცა კითხვაზე: ,,რა არის ღვთის სამეფო?'' ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ. ბიბლია ამის თაობაზე ნათელ პასუხს გვაძლევს. 



ნანახია: 2040 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი