რწმენის ტაძარი

მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 29 » ბედისწერა, თუ არჩევანის უფლება
ბედისწერა, თუ არჩევანის უფლება
12:49

არის თუ არა წინასწარ გასაზღვრული ადამიანის ცხოვრების გზა? ადამიანთა უმრავლესობაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს ვერ ძალუძს შეცვალოს თავისი ცხოვრება, რომ რაც ღმერთმა მას დააწერა ის უნდა მოხდეს. არის თუ არა ეს ასე? რას ამბობს ამის თაობაზე ბიბლია? ,,ღმერთმა ადამიანი შექმნა  თავის  ხატებად''   (დაბადება 1:27) ანუ ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე, გონიერება, სამართლიანობა და ყველაზე მთავარი, არჩევანის უფლება. სწორედ ეს თვისება, არჩევანის უფლება, ანუ ნების თავისუფლება, განგვასხვავებს ცხოველებისაგან. პირველი ადამიანური წყვილი, ადამი და ევა არ შექმნილა რობოტების მსგავსად დაპროგრამებული, ან ინსტინქტებით მოქმედი ცხოველების მსგავსად. ღმერთმა მათ მისცა არჩევანის გაკეთების უფლება, სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფთან დაკავშირებით. 

     

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება სხვადასხვა საკითხში. ცხოველებისაგან განსხვავებით, ჩვენ პასუიხისმგებელნი ვართ     საკუთარი გადაწყვეტილებებისა. ომების და უბედური შემთხვების მიზეზი არის ადამიანთა დაუდევრობის და გულუბრყვილობის ბრალი და არა ღმერთის ნება-სურვილი. უბედური შემთხვევების მიზეზად იესომ, ,,დრო და ადგილი'' დაასახელა. ბიბლიაში, ღმერთი სამართლიანად და სიყვარულადაა მოხსენიებული, ამიტომ სისატიკე და უსამართლო იქნებოდა მისი (ღმერთის) მხრიდან, ჩვენი ცხოვრების წინასწარ განსაზღვბრა , ხოლო შემდეგ პასუხისგება ჩვენი ქმედებებისა. ის რომ ადამიანს შეუძლია თავისი მომავლის შეცვლა ვგებულობთ ბიბლიიდან. იესო და შემდგომ მისი მოწაფეები, მოუწოდებდნენ ადამიანებს მონანიების და მოქცევისკენ. თუ ადამიანს არ ძალუძს შეცვალოს თავისი მომავალი უკეთესობისკენ, მაშინ რა აზრი აქ ბიბლიურ მოწოდებებს.  

     

 წინასწარგანსაზღვრის ერთერითი სატყუარა ფორმაა ასტროლოგია. დღეს ბევრი ადამიანი მიმართავს ასტროლოგების პროგნოზებს და ყურად იღებს მათ რჩევებს. ასტროლოგია ჩაისახა შორეულ წარსულში, ბაბილონში. მაშინდელ ვარსკვლავთმრიცხებს მზის, მთვარის და ვარსკვლავების მდებარეობის მიხერდვით, თითქოს შეეძლოთ მომავლის განსასღვრა. ორასი წლით ადრე, წინასწარმეტყველ ესაიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონის დაცემა და თქვა, რომ ამ ,,ვარსკვლვმრიცხველებს საკუთარი თავის გადარჩნაც არ შეუძლიათ'' (ესაია 47:13). წინასწარმეტყველ დანიელის ტყვეობისას ბაბილონში, ქალაქ ბაბიონის დაცემა მოხდა და მისმა ასტროლოგებმა ეს ვერ გასაზღვრეს წინასწარ (დანიელი 2:27).

  

  ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია. ჩვენ ადამიანებს გვაქვს ღმერთისაგან ბოძებული ძღვენი, არჩევანის უფლება, ანუ თავისუფალი ნების გამოხატვა. ,,სიკვდილი და სიცოცხლე დაგიდევი შენ წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა სახლეულმა ....'' (მეორე რჯულის 30:19,20). არჩევანი შენზეა, იცხოვრებ ღვთისმოსაწონი ცხოვრებით, თუ საკუთარი შეხედულებისამებრ.  
  




ნანახია: 1880 | დაამატა: mytemple | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მოგესალმები სტუმარი